ეკა ბესელია ამბობს, რომ ცხოვრების ბოლო შესაძლოა მონასტერში გაატაროს. ამის შესახებ მან გადაცემა „პროფილში“ ისაუბრა.
ბესელია ყვება, რომ ტკივილების დავიწყებას მხოლოდ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ახერხებს, სადაც მისი ყვალაზე დიდი მეგობარი, დედა ნატალიაა.
„სამთავროს დედათა მონასტერი განსაკუთრებული მადლის მატარებელია და ძალიან მიყვარს იქ ყოფნა. აქ მავიწყდება განცდები, დარდი და ტკივილი. აქ დრო თითქოს ჩერდება.
სამთავროს დედათა მონასტერში წლების წინ გავიცანი დედა ნატალია.
მცხეთასთან განსაკუთრებული სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობდი. ჯვრის მონასტრიდან შევივლიდი ხოლმე დედათა მონასტერში. დაახლოებით 24 წლის წინ გავიცანი დედა ნატალია. დავმეგობრდით. მასზე დიდი მეგობარი და მრჩეველი დღეს არ მყავს. სულ მეუბნება, რომ ცხოვრების ბოლოს მონასტერში დავასრულებ. ის ასე ამბობს და ვნახოთ“, – ამბობს ბესელია.
პოლიტიკოსის თქმით, მონასტერში წასვლაზე ფიქრისთვის ჯერ მზად არაა, რადგან რისთვისაც იბრძვის, ის იდეა დასასრულებელი აქვს.
„ბოლომდე უნდა მივიყვანო ჩემი ბრძოლა. მერე ვნახოთ, უფალმა იცის, რა იქნება“, – ამბობს ბესელია.