LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამბობს, რომ სელფების გადასაღებად არ არის წასული” – რა ინფორმაციას ავრცელებს იოსელიანი უკრაინაში მოხალისედ მყოფ ალეკო ელისაშვილზე

276
1

რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წასული ალეკო ელისაშვილის შესახებ მისი თანაპარტიელი ლევან იოსელიანი სტატუსს აქვეყნებს.

ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო, ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში: ალეკო ელისაშვილი

იოსელიანი სოციალურ ქსელში წერ, რომ მასთან პერიოდულად აქვთ კომუნიკაცია და ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ კარგად არის. 

ლევან იოსელიანის თქმით, ელისაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში სელფების გადასაღებად არ არის წასული, შესაბამისად,  კამერებთან პოზიორობასა და ინტერვიუებზე უარს ამბობს:

“მესმის, ალეკო ელისაშვილის ირგვლივ ბევრი შეკითხვა არსებობს. პერიოდულად გვაქვს კომუნიკაცია და გვიდასტურებს, რომ კარგად არის.

ზუსტ ლოკაციას, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ვერ გვისახელებს. რაც შეეხება, ბევრი მედიასააგენტოს სურვილს, რომ მასთან რაიმე სახის ინტერვიუ ჩაწეროს, თავად ალეკოს გადაწყვეტილებაა, კამერებთან არ იპოზიოროს, როგორც ამბობს, სელფების გადასაღებად არ არის წასული და ურჩევნია იქ კონკრეტულ ამოცანებზე მობილიზდეს უკრაინის და საქართველოს თავისუფლების დასაცავად”, – წერს ლევან იოსელიანი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წავიდა. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე 13 მარტს დაწერა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: