LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურში ახალდაქორწინებულ წყვილებს 1000 ლარს მისცემენ

121
qorw-1

საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ახალდაქორწინებულ წყვილს ერთჯერადად 1000 ლარით დაეხმარებიან.

პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია:

ორივე მეუღლე რეგისტრირებული იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და ერთ-ერთი სარგებლობდეს მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით.

ქორწინება (მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყება) უნდა შედგეს პროგრამის მოქმედების პერიოდში.

მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვა მნიშვნელოვან პროგრამებსაც, რომლებიც მიმართულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისებისკენ.

ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ, ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით:

  • პირველ და მეორე ახალშობილზე – 400 ლარი.
  • მესამე და მომდევნო ახალშობილზე – 450 ლარი.
  • ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 ლარი.
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით – 400 ლარი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g