ამბროლაურში მევენახეები ყურძნის ჩაბარებაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, ძალიან დაბალ ფასს უხდიან და ურჩევნიათ ყურძენი თვითონ დაწურონ.
დაახლოებით სამასი ადამიანი რთველის საკოორდინაციო შტაბის წინ არის შეკრებილი.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის თქმით, სახელმწიფო წელს სუბსიდიას არ გასცემს, ისინი შეეცდებიან მიაღწიონ შეთანხმებას მეღვინეებთან და მოსახლეობისთვის მისაღები ფასი გადაიხადონ.
ამ წუთებში მევენახეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხვდება.