კაფე-მაღაზია ” Ambrosiano“ მომხმარებელს პიცის დიდ არჩევანს სთავაზობს, პიცისთვის განკუთვნილი ძეხვეული და ყველი კი იტალიიდან ჩამოაქვს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”Ambrosiano“-ს დირექტორმა დავით ჩხიკვაძემ განაცხადა, ოთხნაჭრიანი პიცის ფასი 9 ლარიდან იწყება,ხოლო რვა ნაჭრიანის დაგემოვნება მსურველებს 34 ლარად შეუძლიათ.
”ვისაც პიცა უყვარს ეს სწორედ ის ადგილია, სადაც გურმანებს პიცის დიდი არჩევანი ელოდება, ჩვენ მრავალფეროვანი მენიუ
გვაქვს: ”მარგარიტა”, ”კალაბრიული”, ”ოთხი სეზონი” და სხვა,“- განაცხადა ჩხიკვაძემ.
მისივე თქმით, მენიუში პიცის გარდა შედის ხილის წვენები და ლუდი.
იმ შემთხვევაში თუ პიცის დაგემოვნებას გადაწყვეტთ, მიბრძანდით დიღომში, ლუბლიანას N17.