მომღერალი, მარიამ როინიშვილი სოციალურ ქსელში დედასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან და მომღერალ, ნინი ბადურაშვილთან ერთად გადაღებულ, ბავშვობის ფოტოს ავრცელებს.
მარიამს წერენ, რომ პატარა კირა არამარტო მამას, არამედ მასაც ძალიან ჰგავს.
„ამდენ ხანს მეგონა კირა ვახოს ჰგავდა, თურმე შენ გგავს“, – წერენ მარიამს.
მარიამ როინიშვილის გოგონა 29 აპრილს დაიბადა. მარიამისა და მსახიობ ვახო კანდელაკისთვის ეს პირველი საერთო შვილია. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც კირა დაარქვეს.
