LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამდენი არაყი საქართველოში არასოდეს დაულევიათ

45

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” ნუგზარ კვაშალი ესტუმრა.


ქართული სუფრა ნელ-ნელა აკადემიურობას კარგავს…

ვიხსენებთ ხოლმე ძველ ლომებს, თამადებს, რომლებიც სუფრას სულ სხვნაიარად მართავდნენ. ისინი არ დატოვებდნენ სუფრას მანამ, სანამ ერთი წევრი მაინც იჯდა, რომ რაიმე ცუდი არ მომხდარიყო. არ იყო ღრეობა, იყო ცეკვა და სიმღერა. ადრე იყო ბოთლის ღვინოები: ”კახეთი”, ”რვა ნომერი”, ”ალაზნის ველი”, ”ჰერეთი”… უფროს თაობას ყოველთვის დავყავდით სუფრებზე და გვასწავლიდნენ როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რომელ სადღეგრძლოს რა უნდა მოყოლოდა, რომელი სადღეგრძელოს შემდეგ რა კერძი უნდა შემოსულიყო. ძირითადად სულ ღვინოთი ვქეიფობდით. დღეს რომ სვამენ, ამდენი არაყი  საქართველოში არასოდეს დაულევიათ. ჩვენ ვაზის შვილები ვართ და უნდა ვსვათ ღვინო.


რომელია შენი საყვარელი სამელი?

რა თქმა უნდა კარგი ღვინო. ჩემს მეგობარს აქვს ფანტასტიური ღვინო და ვეუბნები ხოლმე რომ ერთი ნაკლი აქვს, იმდენად კარგია, რომ სხვა აღარ მომწონს.


სუფრას ხალისი მაშინ აქვს, თუ მომღერალი ქარგავს ჰანგს…

ხანდახან ყოფილა, რომ არ მიმღერია, მაგრამ ძირითადად სულ ვმღერით. სუფრა, ქეიფი და სიმღერა განუყოფელია. ადექი, დალიე, დაჯექი, ეს მოძრაობაა და კარგია. ახლა განსხვავებული სასმისები აღარ ისმევა და ძალიან მომწონს. ერთმანეთს ღვინისა და დუდუკის სიყვარულში ვეჯიბრებით, ქალების სიყვარული კი ოჯახში…


ქალი სუფრას ალამაზებს…

რესტორანში მარტო რომ შევდივართ ხოლმე მეგობრები საქეიფოდ, მარტო ქალები სხედან და ქეიფობენ. ჩვენ, კაცები თითქოს სათანადო ადგილზე არ ვდგავართ. სხვანაირად ზიხარ, იქცევი, ქალბატონი ყოველთვის იყო სუფრის მშვენება და დარჩება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiokvashak


ნუგზარ კვაშალი – სიყვარული მოვა ჩემო თომა. Live

ნუგზარ კვაშალი – სიყვარულმა დაგლიჯა. Live

ნუგზარ კვაშალი – ცისარტყელები. Live

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები