„ამდენი ხანია ვფიქრობ რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები. სად მიმყავდა ისინი. ჯერ ვიფიქრე რომ პოლიტიკურ არჩევანს მიწუნებენ. მაგრამ რანაირად, ნატოს მეუღლე ხომ 2012 წლის ბოლო დღემდე ბაჩო ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი და გუნდის წევრი იყო“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.
„შესაბამისად ეს ვერსია გამოვრიცხე. ევროპული გზაც არ უნდა დაეწუნებინათ. სიმღერა მე არ მინდა. პატიმრებზე ერთი ფიქრი გვქონია. ჯობია აღარ ვიფიქრო ამ ამბავზე. მაინც ვერ ჩავწვდები“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!!ადამიანი, რომელმაც რამოდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა“ – „ჭოხოების“ პასუხი ჟორჟოლიანს
„გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ… პირველ რიგში, ბიჭებს, ვინც დღეს პატიმრობაში არიან, ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა“ – გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები
„ლუკა, ჩემთვის მთავარია პატიმრების გვერდით ხართ და ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. არსად წერია რომ ჩემი გზა აირჩიეთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი „ჭოხოებს“ პასუხობს
„მადლობა ბიჭებო და იცოდეთ მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც ამ გზით ივლის…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებს
„შორს ხელები ჩემი ოჯახიდან, დღეს ბიჭები არიან სამიზნეები, ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში, არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით“ – რა მიმართვას ავრცელებს ნატო გელაშვილი
ცნობისთვის, შემთხვევა 12 ივნისს, თსუ-ის მეორე კორპუსის ეზოში მიმდინარე კონცერტის დროს მოხდა.
ამავე დროს მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელიც მოქალაქეებმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერად გამართეს.
სცენაზე მყოფ მომღერლებს მოქალაქეებმა მიმართეს ფრაზებით: „ჩემი მეგობარი დაიჭირეს, ოთხ წელიწად-ნახევრით ჩასვეს. გთხოვთ, ერთი სიტყვა თქვით“.