LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია, დღეს კლინიკას 8 გამოჯანმრთელებული დატოვებს – ლევან რატიანი

575
Capture

“ამ ეტაპზე კლინიკაში 90 ინფიცირებულია”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, კლინიკას დღეს “კოვიდ 19”-ისგან განკურნებული 8, ხვალ კი, ვირუსის ტესტირებაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, 17 პაციენტი დატოვებს.

კრიტიკული პაციენტები კლინიკაში აღარ გვყავს – მარინა ეზუგბაია

“დაახლოებით 700-მდე საეჭვო შემთხვევა იყო სულ შემოყვანილი, აქედან 119 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა. ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 90 ინფიცირებული, დღეისათვის 8 პაციენტი ეწერება, რაც ყველაზე მეტად გვახარებს, რადგან ამდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია კლინიკიდან. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17 პაციენტზე. ველოდებით განმეორებით პასუხებს. თუ ხვალაც მოვიდა უარყოფითი პასუხი, 17-ვე ხვალვე დატოვებს კლინიკას”, – აცხადებს ლევან რატიანი.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მათმა რაოდენობამ 420-ს მიაღწია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 წლის ბავშვი შეიყვანეს, 4 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა

Dio magti 5g