LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამჟამად მსოფლიოს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება, რომლებიც სიცოცხლის დასაცავადაა საჭირო“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

123
ვოლოდიმირ ზელენსკი

ამჟამად მსოფლიოს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება, რომლებიც სიცოცხლის დასაცავადაა საჭირო, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ამჟამად მსოფლიოს არა [საჰაერო თავდაცვის] სისტემები, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება, რომლებიც სიცოცხლის დასაცავადაა საჭირო.

სისტემები არსებობს. მსოფლიოში საკმარისი Patriots-ია იმისთვის, რომ რუსული ტერორისგან დაცვა ერთხელ და სამუდამოდ გარანტირებული იყოს. მაგრამ ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვს – ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებას…

ჩვენ უნდა მოვიშოროთ პუტინის ცდუნება, მისი იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაქრება. ეს არ მოხდება. მხარდაჭერა გაგრძელდება, ჩვენ ეს სიგნალი და თავდაცვის დახმარების მუდმივი მოწოდება გვჭირდება“, – აცხადებს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g