“ამერიკას ახლა სუსტი და კორუმპირებული მმართველობა ჰყავს, ჩვენ შეიძლება ჩინეთთან ომში აღმოვჩნდეთ, რომელიც ამერიკას პატივს უკვე აღარ სცემს.” – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა
ექს-პრეზიდენტის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ჩინეთი შტატების “თალიბანის” წინაშე ჩაბარების მოწმე გახდა.
“ჩვენ ავღანეთში 85 მილიარდი დოლარის ღირებულების მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნიკა დავტოვეთ”
ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და სწრაფად მოქმედების დროა.
„იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და ამერიკას ახლა სუსტი და კორუმპირებული მმართველობა ჰყავს, ჩვენ შეიძლება ჩინეთთან ომში აღმოვჩნდეთ, რომელიც ამერიკას პატივს უკვე აღარ სცემს. ისინი ჩვენი სატელევიზიო გენერლების „თალიბანის“ წინაშე სრული ჩაბარების მოწმენი გახდნენ. ჩვენ ავღანეთში 85 მილიარდი დოლარის ღირებულების მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნიკა დავტოვეთ. ერთადერთი, რაც რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს კარგად გამოსდით, ეს არჩევნების გაყალბება და დანაშაულებრივი ქმედებებია. ჩვენს ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს. ახლა სწრაფად მოქმედების დროა“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.