LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები იყენებენ ავტომობილს, რათა ცოტა ხნით მაინც მარტო დარჩნენ

82
1f43f777f686c3410bc7599e6b2326fda23c1d5d

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ამერიკელებს მარტო ყოფნა უფრო ხშირად სურთ და ამისთვის პირად ავტომობილებს იყენებენ.

საინფორმაციო ანალიტიკურმა პორტალმა TrueCar ჩაატარა გამოკითხვა და დაადგინა, რომ აშშ–ს მოსახლეობის 73% ავტომობილს არამხოლოდ მთავარი დანიშნულებით, არამედ განმარტოებისთვის იყენებს. ამერიკელებმა აღიარეს, რომ იმ ადამიანებისგან გარბიან ვისთან ერთადაც ცხოვრობენ და ასეთი დამოკიდებულება COvid-19–ის შედეგია.

37%–მა დააზუსტა, რომ კარანტინის დროს ხშირად მიდიოდა ავტომობილისკენ, რათა ტელეფონზე მშვიდად ესაუბრა ან უბრალოდ ცხოვრებაზე ეფიქრა.

32%–მა პანდემიის დროს ავტომობილი მინი ოფისად გადააქცია, რათა ოჯახის წევრებისგან მოშორებით მშვიდად ემუშავა.

აშშ–ს მაცხოვრებელთა უმრავლესობითვის ავტომობილი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება. 68% მანქანას ოჯახის ნაწილად თვლის, 35%–მა კი საყვარელ ტრანსპორტს სახელიც დაარქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g