LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა Ford Focus ჩინელების ხათრით მთლიანად გადააკეთეს

54

ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზრად ითვლება, შესაბამისად არაფერი არაა გასაკვირი იმაში, რომ მწარმოებლები მასზე მორგებას ცდილობენ. მორიგი მოდიფიკაცია Ford Focus-ს შეეხო და ის 6 ფანჯრიან კომპლექტაციას ვეღარ მიიღებს. ახალი თაობის ფორდი წინა მოდელებისგან სწორედ ამით იქნება განსხვავებული. როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, ავტომწარმოებელმა ასეთი გადაწყვეტილება ჩინელი მომხმარებლის მოთხოვნის გამო მიიღო. ტრადიციულ ვიზუალზე უარის თქმით ამერიკელებმა Ford-ის უკანა კარების გაფართოება შეძლეს, რამაც მგზავრების ჩასხდომა თუ გადმოსვლა ბევრად უფრო კომფორტული გახადა.

აღსანიშნავია, რომ ჩინურ ბაზარზე ყველაზე დიდი პოპულარობით დაგრძელებული საბურავების სისტემის მქონე ავტომობილები სარგებლობს. სწორედ ამიტომ, ყველაზე დიდი ავტოკონცერნები სპეციალურად ჩინეთისთვის განსხვავებულ მოდელებს ქმნიან და მათ სისტემა Long-ით უზრუნველყოფენ. მაგალითად, მსგავსი მოდიფიკაცია ცოტა ხნის წინ Audi-მ და Skoda-მ მიიღო. რაც შეეხება ახალ Ford Focus-ს – ის ბენზის ძრავს EcoBoost 1.0-ს მიიღებს და ბაზარზე 2020 წლისთვის გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები