LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford–მა ძალიან ეკონომიური Focus–ის გაყიდვა დაიწყო

113
fordfocusblue

კომპანია Ford–მა ევროპულ ბაზარზე Focus–ის ჰიბრიდული ვერსია გამოიტანა. კომპანიის სპეციალისტების გამოთვლით 1,0 ლიტრის მოცულობის ჰიბრიდულ ვერსიას 155 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია და ყოველ 100 კმ–ზე 5,1 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

სიახლე მეოთხე თაობის Ford Focus–ზე 17%–ით უფრო ეკონომიური გამოდის. ხოლო თუკი 10 წლის წინანდელ Focus–ს გავიხსენებთ, მოდელს 2,0 ლიტრის მოცულობის 145 ძალის მქონე ძრავი აქვს და საწვავის მოხმარება მთელი 45%–ით უფრო მეტია.

ეკონომიის მიღწევა დაბალი მოსახვევების და დამუხრუჭების დროს ერთი ცილინდრის გამორთვით მიიღწევა.

ელექტროფიკაციის დამსახურებით Ford Focus ევროკავშირის მიერ დაწესებულ ეკოლოგიურ სტანდარტებშიც ხვდება. შეგახსნებთ, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან გამონაბოლქვის ოდენობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, სხვა შემთხვევაში კი ავტომწარმოებლებს სოლიდური ჯარიმები ელოდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები