LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 20 წლის წინ დილერების მიერ მივიწყებული Ford Focus „კაპიკებში“ გაიყიდა

119
Ford Focus

20 წლის წინ დილერის მიერ მივიწყებული Ford Focus აუქციონზე ძალიან იაფად გაიყიდა. აშშ-ში აუქციონის სახლის Bring & Trailer-ის ვაჭრობა დასრულდა: ლოტი ძალიან საინტერესოა – იდეალურ მდგომარეობაში შემონახული „ბიუჯეტური“ მოდელი.

მეპატრონემ გადაწყვიტა, რომ გაესხვისებინა ford Focus, რომლის გარბენიც მხოლოდ 216 კილომეტრი იყო. 2002 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში სედანი დილერის სადგომზე იდგა და ახალმა მეპატრონემ მასში მხოლოდ 7900 დოლარი გადაიხადა.

ამერიკული საზომით ფასი ზედმეტად დაბალია: საკმარისია იმის თქმაც, რომ 2002 წელს დილერი ამ Ford Focus-ს 14 ათას დოლარად აფასებდა, დღეს კი ინფლაციის გათვალისწინებით მინიმალური ფასი 24,3 ათასი დოლარი უნდა ყოფილიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები