LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა კარგი და ცუდი ავტომობილები დაასახელეს

107
2105-2021GenesisGV80inHudsonValleyNewYork-jpg

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ Consumer Reports გამოაქვეყნა ყოველწლიური რეიტინგი საუკეთესო და ყველაზე ცუდი ავტომობილების, რომელიც  რამდენიმე ფაქტორზეა დაფუძნებული – ტესტების შედეგები, სანდოობა და მფლობელთა კმაყოფილება. წელს პირველი და მეორე ადგილი Subaru-მ და BMW-მ გაინაწილეს, ხოლო მესამე ადგილზე Porsche გავიდა.

Subaru-სა და BMW-ს საერთო ქულა ერთნაირი აღმოჩნდა. ექსპერტებმა Subaru გამძლეობისა და კომფორტისთვის გამოარჩიეს, ასევე დროში გამოცდილი კომპონენტების გამო, რომლებიც  სტაბილურად მაღალი სანდოობას უზრუნველყოფენ. განსაკუთრებულად აღნიშნეს კომპანიის უსაფრთხოების სისტემები, რომლებმაც გზაზე ტესტირების დროს მაღალი შეფასება მიიღეს. რაც შეეხება BMW-ს, ამ ბრენდის ავტომობილების სანდოობა შეფასდა როგორც „საუკეთესო ევროპელ კონკურენტებთან შედარებით“.

წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ტოპ-3-დან გავარდა Lexus, რომელმაც 3 პოზიცია დაკარგა და მე-6 ადგილზე გადავიდა. შედეგად, ერთით წინ წავიდა Porsche, Honda და Toyota, რომელმაც ტოპ-5-ში შესვლა მოახერხა.

Lincoln-მა პირველი ათეულის საუკეთესო შედეგი აჩვენა – 17 პოზიციით წინ წავიდა და მე-7 ადგილი დაიკავა. Hyundai მე-8 ადგილზე დარჩა, ხოლო ათეულს Acura ( +3 პოზიცია) და Tesla (+8 პოზიცია) ასრულებენ.

რეიტინგი წელს დატოვეს Kia-მ (მე-12 ადგილი, -5 პოზიცია), Audi-მ (16-ე ადგილი, -10 პოზიცია) და Chrysler-მა (25-ე ადგილი, -9 პოზიცია).

საბოლოოდ ყველაზე ცუდი ავტომობილების სიაში, როგორც წინა წელს, აღმოჩნდნენ Alfa Romeo, Dodge და GMC (საშუალო ქულა 55), ასევე Land Rover (52). 50 ქულაზე ნაკლები აიღო Jeep-მა – მხოლოდ 48, რაც ბრენდს ბოლო, 31-ე ადგილზე ათავსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები