LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა კინოგადაღებებისთვის ყველაზე სწრაფი ავტომობილი შექმნეს

47

ამერიკულმა სტუდია Incline Dynamic Outlet-მა, რომელიც აეროკინოგადაღებებზეა სპეცილიაზირებული, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი „კამერა-ქარი“ ააწყო. ამისათვის მათ ნახევარი მილიონი დოლარის აღჭურვილობა და Lamborghini Huracan დასჭირდათ. ავტომობილის ფოტოები ინსტაგრამ-ექაუნთ idoaerials-ზეა გამოქვეყნებული.

ავტომობილის წინა ნაწილზე სპეციალური სამაგრია დაყენებული. იმისათვის, რომ შეემუშავებინათ და შემდეგ კარკასი და კამერის მართვის ელემენტები დაემზადებინათ, თვეების განმავლობაში შრომა დასჭირდათ. სტაბილიზატორი, რომელიც სუპერქარზე გამოიყენება, ფირმა Gyro Stabilized Systems-მა დააპროექტა. კამერას შეუძლია 8K -Red გაფართოებით გადაიღოს.

კამერა-ავტომობილი Lamborghini Huracan მოძრაობაში 5,2 ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავით მოდის, რომელიც 610 ცხენის ძალას ავითარებს.

ჩვეულებრივი სუპერქარი, რომელიც კამერით არ არის აღჭურვილი, ას კილომეტრს 3,2 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/საათს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები