LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაღლითებმა Lamborghini Huracan ელექტრონული ფოსტის დახმარებით მოიპარეს

102
თაღლითებმა Lamborghini Huracan ელექტრონული ფოსტის დახმარებით მოიპარეს

თაღლითებმა Lamborghini Huracan ორიგინალურად გაიტაცეს. გამოცემა Carscoops-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ბეისბოლის ამერიკელი ვარსკვლავის კრის ბრაიანტის მანქანა მოიპარეს. სპორტსმენმა იტალიური მოდელის კოლორადოდან ლას-ვეგასში მიტანა შეუკვეთა, თუმცა დათქმულ დროს დანიშნულების ადგილას არაფერი მიუტანიათ. აღმოჩნდა, რომ ჰაკერებმა გადამზიდი-კომპანიის ელექტრონული მისამართი გატეხეს.

ამერიკული პოლიციის ინფორმაციით, სატრანსპორტო კომპანიამ კლიენტებთან საქმიან მიმოწერაზე დაკარგა კონტროლი. სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართვის შემდეგ დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა, რომ გატაცებული სუპერქარი ეპოვათ. ავტომობილს საგზაო კამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ მიაგნეს.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების მსვლელობის დროს პოლიცია რამდენიმე ანალოგიურ შემთხვევას გადააწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები