LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპის Lamborghini 715 000 ევროდ გაიყიდა

45

რომის პაპის, ფრანცისკის უნიკალური იტალიური სუპერქარი Lamborghini Huracan, რომელიც ერთი წლის წინ სპეციალურად მისთვის შეიქმნა, მონაკოში გამართული Sotheby’s აუქციონიდან, 715 000 ევროდ გაიყიდა.

მთლიანი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

როგორც უკვე ცნობილია, ასეთი Lamborghini Huracan მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს და ის ვატიკანის ფერებში, პერსონალური შეკვეთით ააწყეს.

პონტიფიკმა ავტომობილი დალოცა და კაპოტზე თავისი ავტოგრაფიც დატოვა.

აღსანიშნავია, რომ Lamborghini Huracan-ის სერიული ვერსია 183 000 ევრო ღირს. მის დიზაინზე ატელიე Ad Personam-ის სპეციალისტებმა იზრუნეს.

(ფოტოები)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები