LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა პაპის Bronco ნახევარ მილიონ დოლარად გაყიდა

40
de988feb5ca5ce66344003ee57c2a9a7cb5bc351

ავტომობილი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, უნიკალური დეკორით გამოირჩევა და მყიდველმა მასში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. ყველგანმავალი Bronco ძალიან ჰგავს იმ პაპა-მობილებს, რომელსაც 1980 წლიდან სპეციალურად კათოლიკური ეკლესიის მეთაურისთვის ამზადებენ. თეთრი ფერის მოდელს უკანა ნაწილი ღია აქვს და პონტიფიკს ფეხზე დგომის საშუალებას აძლევს. პაპთან სამსახურის დასრულების შემდეგ ეს მოდელი აშშ-ს საიდუმლო სამსახურის მფლობელობაში იყო.

პაპის ახალი Ford Bronco 5 კარიანი First Edition-ის ბაზაზეა აგებული და მას საბურავებიც კი თეთრი ფერის აქვს. სალონი შავ-თეთრ გამაშია შესრულებული და რამდენიმე წითელი ელემენტით სრულდება. Bronco-მ სახურავზე დამატებითი განათება მიიღო და შიგნით სპეციალური სეიფიცაა განთავსებული.

მოდელის ფასი 63 000 დოლარი იყო, თუმცა მყიდველმა ტონი ტაუნლიმ მასში 500 ათასი დოლარი დაუფიქრებლად გადაიხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები