LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი პოლიციას Smart-ის ავტომობილით გაექცა, თუმცა მალევე დაიჭირეს

110
smart car usa

ამერიკელმა მამაკაცმა პოლიციისგან გაქცევა პირველი თაობის Smart Fortwo-თი სცადა. მან შტატის ტერიტორიაც გადაკვეთა, თუმცა შემდეგ მისი შეჩერება მოახერხეს.

პოლიციის დევნა ერთ-ერთი სუპერმარკეტის პარკინგზე დაიწყო, როდესაც გამყიდველმა მძღოლის ქურდობა შეამჩნია. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მამაკაცი სადგომზე დახვდათ და მათ წინააღმდეგობაც გაუწია. შუა კამათში ქურდი თავის ავტომობილში ჩაჯდა და გაიქცა.

გარდა შუქნიშნის წითელი სიგნალებისა, ქურდმა პოლიციელთა რამდენიმე წინაღობაც მოხერხებულად გაიარა. თუმცა, მიუხედავად მძღოლის ვირტუოზული მანევრირებისა, Smart Fortwo ზედმეტად ნელია და მას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები უსწრებდნენ. მინიატურული ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 135 კმ/სთ-ია. პოლიციელებმაც სხვა მძღოლებს საფრთხე არ შეუქმენს და დევნა შეწყვიტეს.

გაქცეულმა მძღოლმა შტატის ტერიტორიის გადაკვეთა სწორედ ასე მოახერხა, თუმცა მეორე შტატში მას უკვე ელოდებოდნენ და კროსოვერებით ბარდიულთან მიამწყვდიეს კიდეც.

დევნის შედეგად არავინ დაზარალებულა, „სმარტის“ მძღოლს კი პასუხისგება სასამართლოს წინაშე მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g