LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი სენატორები საქართველოში დღეს ჩამოდიან

99
befunky-collage-24

დღეს საქართველოში ამერიკელი სენატორები ჩამოდიან. შაჰინი და პორტმანი საქართველოში 4 ივნისამდე დარჩებიან. შეხვდებიან პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

შეხვედრებისას საუბარი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე იქნება.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ვიზიტის მიზანია გააჟღერონ ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.

ვიზიტის დროს სენატორები მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტში მყოფ ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქლაქო საზოგადოებას შეხვდებიან. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყება.

მმართველი პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ ამერიკელი სენატორები  ოპოზიციის ნაწილს იმის შესახებ მიუთითებენ, თუ რამდენად მიუღებელია რადიკალიზმი დემოკრატიული ქვეყნისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g