ამერიკელმა აუქციონზე ნაყიდ ავტომობილში 35 კგ. კოკაინი იპოვა. შემთხვევა ტეხასის შტატში Rio Grande Valley–ს ონლაინ აუქციონზე მოხდა.
მამაკაცმა ავტომობილი შეიძინა, სახლში მიიყვანა და კარგად დათვალიერების შემდეგ საიდუმლო განყოფილებას და შიგნით 17 შეკვრა აკრძალულ ნივთიერებას გადააწყდა. ავტომფლობელმა მაშინვე პოლიციაში დარეკა და სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახა.
სამართალდამცავები ადგილზე ძაღლებით მივიდნენ და მანქანის უკეთ დათვალიერების შემდეგ დამატებით კიდევ 17 შეკვრა ნარკოტიკს გადააწყდნენ.
პოლიციამ კანონმორჩილ მოქალაქეს დიდი მადლობა გადაუხადა და მას ფულად ჯილდოსაც დაპირდა. ნაპოვნი კოკაინი კი დაახლოებით 850 ათას დოლარად შეაფასეს.