11 ივლისს ამერიკელმა მაიკლ საკასეგავამ თავის Twitter-ზე დადო ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ქუჩაში დაგდებული ლიმონი მიგორავს. ლიმონის ვიდეო თითქმის 2 წუთი გრძელდება და მას უკვე 6 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
თითქოს ჩვეულებრივი ვიდეოსგან ასეთმა გამოხმაურებამ საკასეგავა პოპულარული გახადა და მას ინტერვიუ უკვე გამოართვეს გავლენიანმა გამოცემებმა როგორიცაა Washington Post-ის და Buzzfeed-ი. ის აღნიშნავს,რომ ძალიან უცნაური იყო გაეცა ლიმონის შესახებ კითხვებზე პასუხი.
