ამერიკელმა კონსტანს კარპენიტომ ლატარეაში მილიონი დოლარი უკვე მეორედ მოიგო. წინა ჯერზე მას 1996 წელს გაუმართლა. ორივეჯერ მან ბილეთები ერთსა და იმავე სუპერმარკეტში შეიძინა.
ამავე მაღაზიაში ნაყიდი ბილეთით მან წლების წინ 20 ათასი დოლარიც მოიგო. ამერიკელი ქალბატონის თქმით, ლატარეას ის ყოველ კვირა თამაშობს.
მოგებული თანხით იღბლიანი ქალბატონი გეგმავს, შობას ოჯახთან ერთად განსაკუთრებულად შეხვდეს.