LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა მუსიკოსებმა კოვიდ–უსაფრთხო კონცერტი გამართეს

123
concertusa1010

ამერიკულ ჯგუფს The Flaming Lips მსმენელი ისე მოენატრა, რომ პანდემიაც კი არაფრად ჩააგდო და კონცერტი ჩაატარა. თუმცა, ეს არ იყო ჩვეულებრივი შოუ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით როკ–ჯგუფის ყველა წევრი და ასევე თითოეული მაყურებელი პლასტიკურ სფეროში იყო მოთავსებული. ორგანიზატორთა აზრით, ბურთებმა ვირუსის გავრცელების რისკი თითქმის მინიმუმამდე შეამცირეს. თანაც, აღსანიშნავია, რომ კონცერტს ასობით ადამიანი ესწრებოდა.

როგორც ჯგუფის წევრებმა CNN–ს უთხრეს, კოვიდმა მათ ბევრი გეგმა ჩაუშალა და ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ სურდათ. სწორედ ამიტომ ვირუსს საკადრისი პასუხი გასცეს.

„ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა მარტის შუა რიცხვებში, რომ ეს ყველაფერი ამდენი ხანი გაგრძელდებოდა. ყველას გვეგონა, რომ შეზღუდვებით ცხოვრება 1 ან ორი თვე მოგვიწევდა, მერე კი თითქოს შევეგუეთ“ – განაცხადა ჯგუფის წევრმა უეინ კოინმა.

როკ–ბენდმა გადაწყვიტა მსმენელს დაბრუნებოდა, ამიტომ ჩინეთიდან პლასტიკური სფეროები გამოიწერა და შოუც შედგა.

„ძალიან გვიხარია ის ფაქტი, რომ რაღაც განსხვავებულის კეთება შეგვიძლია… ეს არის გასაოცარი გამოცდილება, რომელიც აბსოლიტურად უსაფრთხოა. კოვიდ–რეალობაში კი უსაფრთხოება ყველაფერზე მნიშვნელოვანია.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები