LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა წყვილმა „სიყვარულის“ მსოფლიო რეკორდი მოხსნა

108
oldest-married-couple-split-head

ყველაზე ხანდაზმული დაქორწინებული წყვილი ისტორიაში – 83 წლიანი სიყვარულის ამბავი

ამერიკელმა წყვილმა, ლაილ და ელინორ გიტენსებმა (აშშ), სიყვარულითა და ერთგულებით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, თანაც ოფიციალურად.

ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ 1941 წელს, სტუდენტობის დროს შეხვდნენ. ერთი წლის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები და 1942 წლის 4 ივნისს იქორწინეს. სწორედ იმ დროს, როცა ლაილს მეორე მსოფლიო ომში მსახურებისას სამ დღიანი შვებულება ჰქონდა აღებული.

დღეს, როცა ლაილი 108 წლისაა და ელინორი 107-ის, მათი საერთო ასაკი 216 წელზე მეტია, რაც მათ მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ცოცხალ დაქორწინებულ წყვილად და ასევე ყველა დროის ყველაზე ხანდაზმულ დაქორწინებულ წყვილად (საერთო ასაკით) აქცევს.
ლაილი სტუდენტობისას კალათბურთს თამაშობდა, ელინორი კი პირველად მაშინ ნახა, როცა ის თამაშის სანახავად მივიდა. მოგვიანებით ელინორმა აღიარა, რომ თამაში აღარ ახსოვს, მაგრამ არასდროს დაავიწყდება ის მომენტი, როცა ლაილი პირველად დაინახა.
მიუხედავად იმისა, რომ ლაილმა იცოდა, მალე ომში მოუწევდა წასვლა, მათ გადაწყვიტეს ქორწილი არ გადაედოთ.

ომის შემდეგ წყვილი ნიუ-იორკში დასახლდა, სადაც სამი შვილი შეეძინათ – ლაილ როჯერსი, ანჯელა და იგნე.

ელინორმა ომის დროს მუშაობა ავიაციის ნაწილების კომპანიაში დაიწყო და ქმარს წერილებით უკავშირდებოდა, თუმცა სამხედრო ცენზურა წერილების დიდ ნაწილს შლიდა.
მოგვიანებით ორივე სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და ერთად ყოფნა განსაკუთრებით უხაროდათ. ელინორმა 69 წლის ასაკში ფორდჰემის უნივერსიტეტში ურბანული განათლების დოქტორის ხარისხიც კი დაიცვა.

როცა მათ ჰკითხეს, რა არის ბედნიერი ქორწინების საიდუმლო, ელინორმა უპასუხა:
“ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ერთმანეთი.”
ლაილმა კი დაამატა:
“მე მიყვარს ჩემი ცოლი.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები