LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელს „მწოლიარე პოლიციელმა“ ისე მოუშალა ნერვები, რომ სულ ნაკუწებად აქცია

32
newss

ჩიკაგოელმა ნიკოლას ბენიტოსმა „მწოლიარე პოლიციელის“ განადგურებისთვის ჯარიმა 500 დოლარი უნდა გადაიხადოს. მამაკაცის განცხადებით, მისი სახლის სიახლოვეს განთავსებული ხელოვნური უსწორმასწორობა ძალიან დიდი იყო და ავტომობილი გაუფუჭა. მან ხელისუფლებას საჩივრით არაერთხელ მიმართა, თუმცა მათგან რეაგირებას ვერ ეღირსა, ამიტომაც ადგა და პრობლემა თავადვე მოაგვარა.

ამერიკელი „მწოლიარე პოლიციელს“ წერაქვის გამოყენებით რამდენიმე დღის განმავლობაში ამტვრევდა და ნატეხებს სახლთან აწყობდა.

სახელმწიფო საკუთრების დაზიანებისთვის ბენიტოს ჯარიმა – 500 დოლარი გამოუწერეს. ამერიკელმა დანაშაული აღიარა და კანონის დარღვევასაც არ უარყოფს, თუმცა ჯარიმის გადახდას არ ჩქარობს. თავის საქციელს ის ხელისუფლების უმოქმედობას მიაწერს, ამიტომ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები