თანამედროვე სპინერების ნაწილი ელექტრონულია და ისინი მთელი რიგი კომპონენტებით არის აღჭურვილი, მათ შორის არის აკუმულატორი. მწარმოებლების ნაწილს კი, ეკონომიის მიზნით, უხარისხო ბატარეა აქვს დაყენებული, რის გამოც ამ დღეებში მიჩიგანის შტატში კინაღამ ტრაგედია არ დატრიალდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სპინერი ნახევარი საათის განმავლობაში იტენებოდა.
იგივე შემთხვევა მოგვიანებით ალაბამას ერთ-ერთ ოჯახშიც მოხდა. აალებულმა სპინერმა ნახევარი ხალიჩის დაწვა. რომ არა ერთ-ერთი ოჯახის წევრის სწორი და სწრაფი რეაგირება, სახლში ხანძარის გაჩენის დიდი ალბათობა იყო.
