ამერიკის საელჩო ლგბტქი+ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.
„ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ.
შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ – ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი.
დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ“. – ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ, „თბილისი პრაიდის“ კვირეული გაიხსნა. დიპლომატიური კორპუსის მონაწილეები კლუბ ,,ხიდში” ქართველი რეჟისორის ფილმის ჩვენებას დაესწრნენ.
კინოჩვენებაზე მივიდნენ საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი, ისრაელის ელჩი, რან გიდორი და სხვები.