Apple-ის დირექტორის, ტიმ კუკის განცხადებით, აშშ-ს ფარგლებს გარეთ iPhone -ები საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ საზღვარგარეთის ბაზარზე კორპორაცია ფასების პოლიტიკის გადახედვას იწყებს.
მაგალითისთვის კუკმა ინდოეთი მოიყვანა, სადაც სმარტფონის ფასი მის რეალურ ღირებულებასთან შედარებით მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ მუშაობს კომპანიის სერვისების ნაწილი, მაგალითად iBooks.
„ვაღიარებ, რომ ფასები მაღალია. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ ფასებმა დაიწიოს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა Apple-ის მეთაურმა.