LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული აკადემიის მოსწავლე, ანიტა ყარალაშვილი სწავლას აშშ-ში, Embry-Riddle Aeronautical University-ში, წლიური 25,000 დოლარის დაფინანსებით გააგრძელებს

119
499544925_1115931597226820_4034690646627033211_n

ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლე, ანიტა ყარალაშვილი, სწავლას შეერთებულ შტატებში, Embry-Riddle Aeronautical University-ში გააგრძელებს. ანიტამ უნივერსიტეტიდან წლიური 25,000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია ავრცელებს.

გარდა ამისა, ანიტა ჩაირიცხა ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა: Purdue University, San Diego State University, The Pennsylvania State University, Virginia Polytechnic Institute and State University.

ამერიკული აკადემია ულოცავს ანიტას ამ არაჩვეულებრივ მიღწევებს და უსურვებს წარმატებებს მომავალ აკადემიურ საქმიანობაში!- წერს აკადემია ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g