„გირჩის“ მიერ დაარსებული შმAXI-ით ამერიკული კომპანია დაინტერესდა. როგორც ცნობილია, ნიუ-იორკში დარეგისტრირებული ამერიკული კომპანია Creactivity Productions Inc შმაქსის ყიდვას აპირებს, რასაც “გირჩის” ლიდერი და შმაქსის დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე ადასტურებს. მისი თქმით, კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დეტალებზე შეთანხმება მიმდინარეობს.
გირჩმა შმაქსისტებთან ერთად ტაქსების რეფორმის წინააღმდეგ აქცია მოაწყო.
გირჩი შმაქსებზე ნადირობის შეწყვეტას ითხოვს
„ვადასტურებთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს ერთჯერადი მოლაპარაკება არ ყოფილა, ინტესნიური ხასიათისაა. უახლოეს დღეებში მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას”, – აცხადებენ რადიო “ფორტუნასთან” საუბრისას „გირჩის“ ოფისში.
„შმაქსი“ მერიის მიერ ტაქსებისადმი დაწესებული რეგულაციების პასუხად ზურაბ ჯაფარიძემ საჯარო რეესტრში იურიდიულად დაარეგისტრირა, სადაც „გირჩის“ ინფორმაციით, უკვე 500-ზე მეტი შმაქსისტია რეგისტრირებული.