ტელეკომპანია FX-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯონ ლანდგრაფმა სერიალ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ გაგრძელების გადაღება დაადასტურა.
ისევე, როგორც მისი ყველა ნაწილის შემთხვევაში იყო, ახალი სეზონის დეტალები სადამდეც შესაძლებელი იქნება, საიდუმლოდ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ სერიალის დებიუტი 2011 წელს შედგა. თითოეული სეზონი სხვადასხვა ისტორიას შეიცავს, თუმცა მსახიობთა ძირითადი შემადგენლობა არ იცვლება. “ამერიკულ საშინელებათა ისტორიას” მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის 15 პრემია „ემი“ და 2 „ოქროს გლობუსი“.