ცოტა ხსნის წინ დიზიანერ ლელა ელოშვილის მიერ შექმნილ კაბაში ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავი ვიხლეთ, როგორიცაა დებრა მესინგი. ამ პოპულარული ქართული ბრედის მიმართ ინტერესი არ წყდება და უკვე დღეს ამერიკული სერიალების მეგავარსკვლავი, მსახიობი ლანა პარილა ირჩევს „ელოშის“ კაბას. სამაუწყებლო კომპანია ABC-ის ბანერთან პარილა „ელოშის“ ნაცრისფერი კაბით პოზირებს, რომლის ორიგინალური დიზაინი და მასიური ქამარი უდაოდ მიიქცვეს ყველას ყურადღებას.
რაც შეეხება ლანა პარილას, ის ამერიკული სერიალების მეგავარსკვლავად ითვლება. დღეს პარილა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალში „ერთხელ ზღაპარაში“ ბოროტი დედოფლის როლს ასრულებს. ამ როლისთვის ის Teen Choice Award-ის გამარჯვებულიც გახდა. გარდა ამისა, ის ცნობილია სერიალებით „სპინ სითი“ და „მაიამის საავადმყოფო“.