LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული Top Gear ახალი წამყვანებით გამოვა

30

კორპორაცია BBC-იმ ტელეშოუ Top Gear -ის ამერიკული ვერსიის ჩაშვება დააანონსა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ შოუს ერთი სეზონი ჩაეშვება, რომელშიც რვა ერთ საათიანი ეპიზოდი იქნება. პირველი სერიის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია.

შეგახსენებთ, ამერიკული Top Gear-ის წინა სეზონი 2016 წელს მოიხსნა.

ცნობილი გახდნენ გადაცემის ახალი წამყვანებიც: მსახიობი უილიამ ფიხტნერი, მრბოლელი ანტრონ ბრაუნი და საავტომობილო ჟურნალისტი ტომ ფორდი.

60 წლის უილიამ ფიხტნერი ცნობილია ფილმებით ”კონტაქტი”, ”ეკვილიბრიუმი”, ასევე სერიალი ”გაქცევა”, 41 წლის ანტონ ბრაუნმა მრავალი წელი დრეგ რეისინგს Top Fuel-ის უმაღლეს კლასში მიუძღვნა, რაც შეეხება ტომ ფორდს, ის ასევე Wookie-ის ფსევდონიმით არის ცნობილი. ამ დროისთვის მას ბრიტრანული ჟურნალის Top Gear-ის რედაქტორის თანამდებობა უჭირავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები