საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, მომხმარებლებისთვის შეთავაზებების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
ამჯერად, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Tegeta Motors-ში ნებისმიერ გადახდაზე 10-ჯერ მეტი MR ქულა დააგროვონ (მაქსიმუმ 10 000 MR ქულა).
აღნიშნული შეთავაზება 31 მაისის ჩათვლით მოქმედებს.
ინფორმაციისთვის, შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია გადახდა განხორციელდეს საქართველოს ბანკის ტერმინალზე.
(R)
