ვიქტორია ბექჰემი სახალისო ოჯახურ ვიდეოებს ავრცელებს. ერთ ვიდეოში დევიდი ცნობილ სიმღერას ჰყვება, მეორეში კი ლეგენდარული ფეხბურთელი დედისა და სიდედრის გარემოცვაში ზის.
„მეგონა ოჯახის მთავარი მომღერალი მე ვიყავი“, – ასე დაასათაურა Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა „ინსტაგრამზე“ გავრცელებული ვიდეოები.
ინტერნეტსივრცეში დევიდის ვიდეოც გავრცელდა, სადაც ის თამაშის დაწყებამდე საზოგადოებას ჩინურ ენაზე ახალ წელს ულოცავს.