LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამიერიდან, ბილაინის ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზეა ხელმისაწვდომი

94
game portal 2000 1150

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი ბილაინის ყველა აქტიური მობილური თამაში ამიერიდან ხელმისაწვდომია განახლებულ პორტალზე: games.beeline.ge.

პორტალი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს მისთვის საინტერესო თამაში და შეუზღუდავად დააგროვოს მეგაბაიტები და წუთები. განახლებულ პორტალზე ასევე შესაძლებელია ლიდერთა სიის შემოწმებაც, სადაც მომხმარებლები ხედავენ მოხვდნენ თუ არა დღის, კვირის, თუ თვის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში.

პორტალის ბლოგის კატეგორია კი განკუთვნილია მობილური თამაშების სფეროსთან დაკავშირებული აქტუალური ინფორმაციისთვის.

ბილაინი ბაზარზე გამოირჩევა საკუთარი მობილური თამაშების განვითარებით და მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნით. ამ ეტაპზე ბილაინს, უცხოელი და ქართველი დეველოპერების მიერ შექმნილი 7 სახალისო თამაში აქვს პორტალზე განთავსებული. მომხარებლებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი და დაიწყონ მეგაბაიტების, სასაუბრო წუთებისა და, სამომავლოდ, SMS-ების დაგროვებაც.

2020 წლის 31 დეკემბრადე, ბილაინის თამაშების მომხმარებელებს ასევე შესაძლელობა აქვთ, ჩაერთონ მიმდინარე გათამაშებაში, რომლის შედეგადაც თვის ყოველი კვირის ბოლოს ვლინდება აბონენტი, რომელმაც ერთჯერადად მეგაბაიტების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა და მას მოგებული მეგაბაიტები უორმაგდება. აბონენტი რომელიც ერთი თვის პერიოდში – 16 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, ერთჯერადად მაქსიმალური რაოდენობის მეგაბაიტებს დააგროვებს, საჩუქრად გადაეცემა სმარტ საათი Samsung SM-830 40mm Galaxy Watch. დეკემბრის ბოლო დღეს კი ვლინდება აბონენტი, რომელმაც ჯამურად, 15 ოქტომბრიდან – 30 დეკემბრის პერიოდში ერთჯერადად მაქსიმალური ქულა დააგროვა და მას საჩუქრად გადაეცემა სმარტფონი Samsung Galaxy Note 20 Ultra.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები