LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამიერიდან ბრმა ვარ და მუნჯი… პასუხი ბულინგს!“ – რას წერს ნატო გელაშვილი

1133
ნატო გელაშვილი

კომპოზიტორი და მომღერალი ნატო გელაშვილი, რომელიც ამავე დროს ლექსებს წერს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკუთარ შემოქმედებას ხშირად უზიარებს.

ნატო გელაშვილი: „არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება, როგორც უნდა გძულდეთ… მჯერა, რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია“

ნატო გელაშვილი, ამჯერად, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ლექსს სახელწოდებით – პასუხი ბულინგს!

„ამიერიდან ბრმა ვარ და მუნჯი

და არც იუდა, არა მყავს სულში

თუ სიყვარულის დავკარგავთ ენას

ხვალ რა იქნება?? რაც იყო გუშინ

ამიერიდან ყრუცა ვარ, კუშტიც,

არც სიძულვილი არა მაქვს გულში…

თუ უღმერთობა არავის უშლის

ხვალ რა იქნება?… რაც იყო გუშინ…

თუ გაგახარებთ… ვიქნები მრუშიც…

ყველაზე ცუდიც… ყველაზე ურჩიც…

სანამ სიძულვილს არ უჩანს ბოლო ხვალ ის იქნება…

რაც იყო გუშინ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g