LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამიერიდან დახმარებას მხოლოდ მათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს და ჩვენი მეგობარია – დონალდ ტრამპი

52

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართული პოლიტიკური დისკუსიების დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამიერიდან მხოლოდ იმ ქვეყნებს დაეხმარება, ვინც აშშ-ის მეგობარია.

ტრამპის განცხადებით, როდესაც საუბარია აშშ-ის უცხოურ დახმარებაზე, აშშ დიდი ოდენობის დახმარებას გასცემს.

„აშშ გაარკვევს ემთხვევა თუ არა ამერიკის ინტერესებს იმ ქვეყნების ინტერესები, რომელსაც ვაშინგტონი ეხმარება. ამიერიდან დახმარებას მხოლოდ იმათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს და ვინც ჩვენი მეგობარია,“ – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

აშშ გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების ხარჯების 25%-ზე მეტს არ დაფარავს, განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g