LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამიერიდან, სომხეთი რუსული გაზის საფასურს რუბლში გადაიხდის – სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

99
ipiccy_image

ამიერიდან, სომხეთი რუსული გაზის საფასურს რუბლში გადაიხდის, – ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაგან კერობიანმა განაცხადა. მინისტრმა დააზუსტა, რომ გაზის საფასურის დადგენა ხდება დოლარში, მაგრამ გადახდა ხდება რუბლით. ინფორმაციას სააგენტო „ტასს“-ი ავრცელებს.

ამასთან, „გაზპრომის“ წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა დაადასტურა, რომ ერევანთან დადებული ხელშეკრულება რამდენიმე წელია იძლევა საშუალებას, გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ და ეს შესაძლებლობა სომხეთის მხრიდან გამოყენებულია.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება ბუნებრივი აირის საფასურის რუსული ვალუტით სავალდებულო გადახდების შესახებ, მხოლოდ „არამეგობრულ ქვეყნებს“ ეხებოდათ, რომლებსაც სომხეთი არ მიეკუთვნება. სომხეთმა მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g