LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამილახვარი: „საშინაო და საკლასო დავალებების სავალდებულოობა გავაუქმეთ – ეს არის მასწავლებლების მრავალი წლის მოთხოვნა, რომელსაც ვუპასუხეთ და მეტი აკადემიური თავისუფლება მივეცით“

321
გიორგი ამილახვარი

„[საშინაო და საკლასო დავალებების] სავალდებულოობა გავაუქმეთ, მივეცით მეტი აკადემიური თავისუფლება და აქვე მზად ვართ სკოლებს ყველა სერვისი აღმოვუჩინოთ“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა და აღნიშნულით ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებს გამოეხმაურა.

მანვე აღნიშნა, რომ არავის არაფერი გაუუქმებია.

„გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები და მოდელები“ – რა ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში 

„არავის არაფერი არ გაუუქმებია. შედით რომელიმე სკოლაში და ჰკითხეთ მასწავლებლებს, ეს რომ მოხდა არის კარგი თუ ცუდი? მათი და ბავშვების ინტერესებში შედის, თუ არა? სავალდებულოობა გაუქმდა და არა საშინაო დავალება.

შესაბამისად, სკოლას, მასწავლებელს იმ ავტონომიის ფარგლებში, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ (დეკემბერში ამასთან დაკავშირებით საჯარო პრეზენტაცია გვექნება), მივანიჭეთ მეტი უფლებამოსილება თვითონ განსაზღვრონ, დაგეგმონ, როგორი შეფასების მეთოდი და ფორმულა აქვთ და არა ის, რომ რამე გავაუქმეთ.

აქვე ვეუბნებით, რომ ნებისმიერ მათ შერჩეულ ფორმაში და მეთოდში სამინისტრო, შესაბამისი ჩვენი სსიპები და სტრუქტურები მზად არიან სერვისები აღმოუჩინონ, ანუ დაეხმარონ მათ დანერგვაში. ეს პირიქითაა, რამე კი არ გავაუქმეთ, მასწავლებლების უმრავლესობის მოთხოვნაა წლების განმავლობაში, რომ მათ მივანიჭოთ მეტი აკადემიური თავისუფლება, მივცეთ შესაძლებლობა, რომ ცენტრალიზებული, ასე ვთქვათ, ბრძანების თუ მითითების მიღმა ჰქონდეთ შესაძლებლობა ესა თუ ის საგანი, თუ კლასი, საათობრივი ბადე, სასწავლო გეგმა სკოლამ თავად დაგეგმოს, ვინაიდან მათ უკეთ იციან ადგილზე, სკოლებში თავიანთ მოსწავლეებს რა სჭირდებათ, ვიდრე შესაძლოა სამინისტროში იყოს.

ამიტომ ჩვენ ეს სივრცე გავხსენით, შევქმენით და არა ის, რომ ახლა აქ ვინმე ზის სამინისტროში და არ ესმის საშინაო დავალების არსი, ისე როგორც ტირაჟირებს ზოგიერთი სააგენტო. სავალდებულოობა გავაუქმეთ, მივეცით მეტი აკადემიური თავისუფლება და აქვე მზად ვართ ყველა სერვისი აღმოუჩინოთ მათ.

გიორგი ამილახვარი - გვინდა, მასწავლებლის ხელფასის მატების საკითხს შემდეგი წლიდან გადავხედოთ

„დღეს მასწავლებლების თხოვნა-მოთხოვნა, რაც მოდის, არის ის, რომ სტატუსების დანამატი გადაგვიტანეთ საბაზო ხელფასში და ეს იყოს მინიმალური, ვინაიდან ჩვენ გვინდა ეს სტაბილური გარანტია“

ჩვენ არავის თავზე არაფერს არ მოვახვევთ, არავის არაფერი გაუნულდება ან არავის დავავალდებულებთ, რომ ძველი მიატოვოს და ახალზე გადავიდეს. ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა ახალ სასწავლო წლამდე დალოდება, ანუ 2024 წლის სექტემბრამდე. შესაბამისად, ახლაც არაფერი სავალდებულო აქ არ არის და ასე ვთქვათ საგანგაშო.

სამწუხაროდ, დღეს სკოლებში ჩვენ არ გვაქვს ეროვნული შეფასება, ანუ განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც ადამიანის სკოლის დამთავრება-არდამთავრებას აფასებს. ჩვენ გვაქვს ის შეფასების მოდელი, რომელიც დღეს სკოლებში გვაქვს.

აქაც ჩვენ მასწავლებლებს და დირექტორებს მარტო არ დავტოვებთ, ამ შეფასებაში და ეს პირიქითაა, ეს არ არის ჩემი ან ორი ადამიანის გადაწყვეტილება, ეს არის მასწავლებლების მოთხოვნა მრავალი წლის განმავლობაში, რომელსაც ჩვენ ვუპასუხეთ და მივეცით მეტი აკადემიური თავისუფლება“. – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამილახვარი: „განათლების სამინისტროს ახალი მიმართულება – ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება, მისი სახელწოდება კი იქნება: „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები