LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამილახვარი: „სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის პროგრამის შედეგად სწავლას 4 000-მდე ადამიანი დაუბრუნდა“

148
გიორგი ამილახვარი

„სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის პროგრამის შედეგად სწავლას 4 000-მდე ადამიანი დაუბრუნდა“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

პარლამენტში დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვის საპასუხოდ, გუშინ მინისტრმა თქვა, რომ აღნიშნული მონაცემი 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერს მოიცავს.

„გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები და მოდელები“ – რა ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში 

გარდა ამისა, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ პროგრამას შეუერთდა ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამონაკლისი მხოლოდ ორი კერძო უნივერსიტეტი იყო, რომელიც მინისტრი არ დააკონკრეტა.

განათლების მინისტრი: „2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს“

„ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.“

„2023 წლის სექტემბრიდან ასეთი არის 4 000-მდე სტუდენტი, ვინც მყისიერად აღიდგინა სტატუსი და სასწავლო პროცესს დაუბრუნდა.

თავისუფალი ნების პირობებში ყველა კერძო უნივერსიტეტს სრულიად ფინანსური გარიგება შევთავაზეთ. ეს პრაქტიკულად მიუღებელი შემოსავალი იყო უნივერსიტეტებისთვის.

სახელმწიფო ყველა შემოუერთდა, მხოლოდ ორი კერძო უნივერსიტეტი არ შემოუერთდა. როგორ შეიძლება არ შემოუერთდე ასეთ ინიციატივას მაშინ, როდესაც სახელმწიფო გეუბნება, იმ საბაზრო ღირებულებით, რაც ფინანსურ ბაზარზე ეს ვალი ღირს, იმას გადავიხდით“. – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამილახვარი: „განათლების სამინისტროს ახალი მიმართულება – ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება, მისი სახელწოდება კი იქნება: „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g