მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში ამინდი უარესდება, ჰაერის ტემპერატურა კი შესაძლოა -18 გრადუსამდე დაეცეს.
17 თებერვლიდან 26 თებერვლამდე, მოსალოდნელია თოვა, შესაძლებელია ქარბური, ასევე ნისლი და ცვალებადი მოღრუბლულობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:
? 17 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. ითოვებს, დროგამოშვებით ძლიერ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -5, -7 დღის საათებში კი 0, -2 იქნება.
? 18 თებერვალს სინოპტიკოსები ღამისა და დილის საათებში მცირე თოვას ვარაუდობენ. იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ქარი გაძლიერდეს 18-20 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში კი -4, -6 იქნება.
? 19-20 თებერვალს იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -13, -15 იქნება, დღისით კი მინიმალური ტემპერატურა -5, -7 დაფიქსირდება.
? 21 თებერვალს ასევე ნავარაუდევია ცვალებადი მოღრუბლულობა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5 იქნება.
? 22-24 თებერვალს მოსალოდნელია მცირე თოვლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -14, -16, დღისით -2, -4 იქნება.
? 25-26 თებერვალს ითოვებს, დროგამოშევბით ძლიერ. შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში კი 0, -2 იქნება.