საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამინდის გაუარესების გამო მოქალაქეებს, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
განცხადებას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან“. – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.