ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში Beauty Talks გვიხსნის, რომ ბუნებასთან სიახლოვე ნებისმიერ ამინდში აუცილებელია.
იმუნოლოგი მშობლებს რჩევით მმართავს და ამბობს, რომ ბავშვს ამინდის შესაბამისად უნდა ჩავაცვათ და არა „ათი მაისური“:
„ამინდის მიუხედავად გარეთ ბავშვი უნდა გაიყვანონ, ბაღია თუ სასკოლო პერიოდია, რომ ის იყოს წვიმაში ტალახში, ანუ ბუნებასთან ახლოს.
რაც უფრო ახლოს ვიქნებით და დავუბრუნდებით ბუნების ნაწილს და მეტ დროს გავატარებთ – ოღონდ რა საკვირველია, ზოგი გეტყვის, რომ გამიცივდა, ეშინია ზოგ მშობელს.
მე ასე ვეუბნები როგორც ექიმი, ბავშვი ამინდის შესაბამისად უნდა იყოს ჩაცმული. ზოგიერთს ათი მაისური აცვია, დედას ვეკითხები – თქვენ რამდენი გაცვიათ? მპასუხობს: მე ერთი მაისური მაცვია.
ბავშვსაც ცხელა, ერთი უნდა ჩააცვა, მაქსიმუმ ორი და რაღაც პიჯაკი, ამინდის შესაბამისი. ასეთი მოარული ფრაზა არსებობს, „ბედნიერი ბავშვი არის ჯანმრთელი ბავშვი“, – ამბობს ექიმი.
