LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს

99
gamyrelize-amiran

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ორსულებს აცრისკენ მოუწოდა.

„ვთხოვ ყველას, აიცრან. ჯერჯერობით, ორსულთან მიმართებით, ბუსტერზე საუბარი არ არის, მთავარია, ორსულები აიცრან. სავალალო შედეგი გვაქვს. სამწუხაროდ, გუშინ თურქეთში გარდაიცვალა ერთი ორსული ქალბატონი, რომელიც ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია და  სასიკეთო ძვრებია ამ მიმართულებით.

ვაქცინაციის ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია: ეკატერინე ტიკარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები