LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივყვეთ რეკომენდაციებს და დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით – ამირან გამყრელიძე

1528
151810-video

“სახლებში ორ-სამ ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები, მივყვეთ რეკომენდაციებს და მაშინ, დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგანაგებო მდგომარეობის გამოცხადება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემის პრევენციას შეუწყობს ხელს.

ახლა ყველაზე მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირებაა. ყველამ დავიცვათ ეს მთავარი რეკომენდაცია, რადგან სოციალურ დისტანცირებაზე კარგი იარაღი და ღონისძიება ეპიდემიის შეჩერებისა და მისი ნელი განვითარების, არ არსებობს. თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, იგივე სახლებში ორ-სამ ადამიანზე ბევრი არ დავპატიჟოთ. თავი ავარიდოთ და არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები. მოგეხსენებათ, ახლა ეს კანონითაც აკრძალულია და მივყვეთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები