საქართველოს სახალხო არტისტს, კინოსა და თეატრის მსახიობ ამირან ქადეიშვილს მახათას მთაზე მდებარე ახალ პანთეონში დაკრძალავენ.
ახლახნ ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო პანაშვიდები 7-8 ოქტომბერს (მისამართზე: ქეთევან წამებული ქ. 2. პირველი სადარბაზო, მერვე სართული) გაიმართება.
მსახიობს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში 9 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
საქართველოს დამსახურებული არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლისა გარდაიცვალა.
მისი შესრულებული როლებიდან მაყურებელს ყველაზე მეტად დაამახსოვრდა ხირხალას როლი კინოფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“, თუმცა მსახიობს არაერთ ფილმსა თუ სპექტაკლში უთამაშია.
